![]() |
(ჩვენი საყვარელი ავტობუსი) P.S. ამჟამად გაფუჭებული :( |
ბლოგზე პირველი დღის ემოციებით ისე დავიტვირთეთ, რომ ამ წუთამდე მოგვყვა. თქვენი თითოეული შემოხუნცულება კიდევ უფრო კარგ განწყობაზე გვაყენებს და ახალ-ახალ იდეებს გვაბადებინებს.
დღეს ხუთშაბათია, ერთადერთი დღე, როცა ორი წიგნის ტარება გვიწევს, რათა ქალბატონი მანანა და ქალბატონი დოდო გავახაროთ (ისე 1 ქულასაც არ წერენ :/ ).
კიდევ ბატონ რეზოსთან გვქონდა ორი ლექცია, ამჯერად კრიტიკულ აზროვნებას გვიკითხავს, ციცერონზე ვისაუბრეთ.
10 ივნისს ოლიმპიადა ტარდება ინგლისურ ენაში, ჯგუფიდან რამდენიმე ჩავეწერეთ, შედეგებზე შემდეგ მოგახსენებთ.
კიდეევ, სურათები გადავიღეთ! უნივერსიტეტის ეზოში თუ გადაგავეყარეთ ხომ უნდა გვიცნოთ, გაიხსენოთ წინა დღეს რა ვიბოდიალეთ.
მაშ ასე!
1) ბიჭი კუბოკრულ პერანგში - ლაშა დულარიძე, დაოჯახებული, ჰყავს ერთი შვილი.2) გოგონა ძალზედ მომღიმარი სახით - ნათია პლაჭიაშვილი, დასაოჯახებელი.
3) ბიჭი განმგმირავი მზერით - დათო არაბული, ასევე დასაოჯახებელი.
4) გოგონა გრძელი თმით - თეონა გიორგელაშვილი, (თვითი - Tweety) დასაოჯახებელი.
5) გოგონა ხვეული თმით - ნინო ჩიკვაიძე, დასაოჯახებელი.
6) და ბოლოს, ჯგუფის მხიარულება - თიკა ლომსაძე, დააასაოჯახებელი.
რა თქმა უნდა, სულ ეს არ ვართ, თუმცა დღეისთვის ჩვენი დამახსოვრება ვიკმაროთ.
P.S. დღეს, საღამოს ჩვენი გაცნობის ისტორიას მოგიყვებით :)
gogona grdzeli tmit, gogona xveuli tmit :D
ReplyDeleteჩვენ ^_^
Delete